28 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
საარჩევნო მარათონი გრძელდება - ოპოზიციის ნაწილმა საერთო კანდიდატები ამჯერად ბათუმში წარადგინა

საარჩევნო მარათონი გრძელდება - ოპოზიციის ნაწილმა საერთო კანდიდატები ამჯერად ბათუმში წარადგინა. ზღვისპირა ქალაქის ერთობა ასე გამოიყურება - მერობისა და საკრებულოს მანდატებისთვის შეთანხმებულად იბრძოლებენ "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "დროა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი იქნება, ხოლო ბათუმის მერობისთვის ოპოზიციიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი კირთაძე იბრძოლებს. მერის მოადგილეობის კანდიდატებად ოპოზიციამ სამოქალაქო აქტივისტები - გენრი დოლიძე და გოჩა გუგუნავა დაასახელა.

თბილისისგან განსხვავებით დამოუკიდებლად თამაშის გზა აირჩია პარტიამ "გირჩი მეტი თავისუფლებამ". მათ დღეს აჭარაში მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდატები დაასახელეს. პარტიის სახელით ბათუმის მერობისთვის გიორგი ფუტკარაძე იბრძოლებს.

შემოდგომის არჩევნებამდე თვეზე მეტი რჩება. რაც უფრო ახლოვდება ეს თარიღი, წინასაარჩევნო კამპანიაც მით უფრო აქტიურ ფაზაში შედის.

დღის ამბები