ტროპიკული შტორმი დაატყდა თავს იამაიკას. სტიქიამ წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია ქუჩები.
ზარალის ოდენობასა და მსხვერპლზე ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მეტეოროლოგების პროგნოზით, შტორმი "გრეისი", რომელიც ნელ-ნელა ძლიერდება და მალე ქარიშხლის კატეგორიას მიაღწევს, მექსიკის მიმართულებით მიიწევს.