მავრიტანიის სანაპიროსთან, ნავის ჩაძირვის შედეგად, 47 მიგრანტი დაიკარგა. დაკარგულთა შორის 3 არასრულწლოვანია.
მედიის ინფორმაციით, დაკარგულები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.
ნავი, რომელზეც სულ 54 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ საჰარადან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. ჯერჯერობით, მაშველებმა მხოლოდ 7 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.