28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი უნგრულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის. 

"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველები სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან." - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, უნგრული ბორტით საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

დღის ამბები