28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
დიღმის საველე ჰოსპიტალი მზადაა პაციენტების მისაღებად, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, მომსახურება ყველამ ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზადაა, ამ ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც ჰოსპიტალური სექტორის რესურსი ამოიწურება.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში ყველანაირი პირობაა შექმნილი როგორც საშუალო სიმძიმის, ისე მძიმე პაციენტების მისაღებად. 

"საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზადაა პაციენტების მისაღებად. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და ყველა პაციენტმა მიიღოს მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში, ვინაიდან, ზუსტად ვიაზრებ, რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, რადგან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს ყოფილა გაშლილი იმ საომარ მდგომარეობაშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია.

აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, რომ მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო სიმძიმის, ისე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილი არის ინტენსიური და რეანიმაციის ტიპის საწოლები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ გაუწევენ პაციენტებს მომსახურებას, არიან სრულად გადამზადებულები და მათ აქვთ ყველა საჭირო უნარი იმისთვის, რომ გაუწიონ პაციენტებს უსაფრთხო მომსახურება მათი ჯანმრთელობის რისკების ყველა გადაზღვევით,"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

დღის ამბები