28 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
კორონავირუსს "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა

კორონავირუსით "რუსთავი 2-ის" კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა. მას ინფექცია 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ გარდაიცვალა. გართულებული მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2" კახა ნატრიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

3 დღის წინ ინფექციას ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო.

დღის ამბები