28 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება 20 აგვისტომდე

meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. 20 აგვისტოს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურა +13 +34 გრადუსის ფარგლებში იქნება.

18 აგვისტოს უმეტესად უნალექო, 19 აგვისტოს კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. რაც შეეხება 20 აგვისტოს სინოპტიკოსები ხანმოკლე, თუმცა ძლიერ წვიმას ელოდებიან ზოგიერთ რაიონში. ტემპერატურა 18-19 აგვისტოს +18 +34 იქნება. 20 აგვისტოს კი +28 გრადუსამდე დაიკლებს.

ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექითაა მოსალოდნელი დრო და დრო დედაქალაქშიც. თბილისში 18-20 აგვისტოს ტემპერატურა +18 +35 გრადუსი იქნება

დღის ამბები