28 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
თბილისში კიდევ ერთი სივრცე მოეწყო სადაც მოქალაქეები აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ - სად განთავსდა ვაქცინაციის ახალი ობიექტი 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუ-ს ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცე მოეწყობა. NCDC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სივრცეში მისული მოქალაქეები აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ. 

"18 აგვისტოდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზე ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე (მისამართი : წინანდლის N19)

ვაქცინაცია შესაძლებელია: pfizer-ითsinovac-ითSinopharm-ით. ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. 

ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე," - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები