მოსკოვთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ვარდება ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ტყის ტერიტორიაზე.
როგორც ცნობილია, ბორტზე 2 პილოტი და ინჟინერი იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.