28 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
მსოფლიო კოვიდთან ბრძოლის გაძლიერებულ ეტაპზე გადადის - ქვეყნების ნაწილი ისევ ლოკდაუნს აცხადებს

ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მზარდი შემთხვევების გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 12 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქვეყნის დედაქალაქშია. დამატებით ახალი შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის 7 პრეფექტურაში, სადაც კაფეები და ბარები სამუშაო საათებს ჩვეულ დროზე ადრე დაასრულებენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა შრი-ლანკაში. ქვეყანაში გარდაცვლილთა სტატისტიკის 80% დელტა შტამს უკავშირდება. საავადმყოფოები შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზეა. ხელისუფლება კი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

ლოკდაუნს აწესებს ახალი ზელანდია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში ბოლო 6 თვის განმავლობაში ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იტალიამ 12-დან 18 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. 

შეერთებულ შტატებში კი ვირუსის პრევენციის მიზნით, მოსახლეობას ვაქცინის ბუსტერ დოზებს სთავაზობენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში სექტემბრიდან შევა. pfizer-ის მესამე დოზით აცრის შესაძლებლობა იმ პირებს ექნებათ, რომლებმაც ვაქცინის 2 დოზა 8 თვის წინ გაიკეთეს. 

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

დღის ამბები