კალიფორნიაში ხანძარი კვლავ უკონტროლოა. სტიქიას ერთი თვეა მეხანძრეები თითქმის უშედეგოდ ებრძვიან, რის გამოც კიდევ რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
სტიქია შტატის ჩრდილოეთ ნაწილისკენ მიიწევს. ამ დროისთვის ხანძრის მხოლოდ 30% ია ლოკალიზებული. სტიქიასთან ბრძოლას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.