ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ ეტაპზე აცრილია 831 815 ადამიანი, დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, დღიურად აცრილია 25 083 პირი.
რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს რეგიონების მიხედვით. ყველაზე მეტი ადამიანი, 17 აგვისტოს მონაცემებით, აჭარის რეგიონში აიცრა. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
აჭარა - 3 881
იმერეთი - 3 232
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 993
შიდა ქართლი - 1 535
კახეთი - 1 428
ქვემო ქართლი - 983
სმცხე- ჯავახეთი - 698
მცხეთა - მთიანეთი - 673
გურია - 625
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 167