28 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს ოპოზიციამ კანდიდატები წარადგინა. თბილისში "გირჩი მეტი თავისუფლება" 4 კანდიდატი, სამ-სამი კი პარტია "დროამ" და "ევროპულმა საქართველომ" დაასახელა.

"გირჩი მეტი თავისუფლება" - დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში - ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე - თენგიზ კირთაძე და საბურთალოში - ბორის ყურუა.

პარტია "დროა" - გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია  ვაკის მაჟორიტარი - ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.

პარტია "ევროპული საქართველო"- სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში - ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.

დღის ამბები