1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1175 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1175 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1238 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6730 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6698 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.