28 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთში აქცია გამართეს

საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთში აქცია გამართეს. ისინი მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, როგორც შარშან, ისე წელსაც ტურისტული სეზონი ქობულეთში არ შედგა, რის გამოც ისინი საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ.

მათი მოთხოვნაა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწიოს მათ შუამდგომლობა საბანკო სექტორთან და მოხდეს იმ სესხების სუბსიდირება, რომელიც მათ ტურისტული სეზონისთვის წინასწარ აიღეს.

ადგილობრივები მოითხოვენ, სრულად ჩამოეწეროთ დარიცხული პროცენტი და ძირი თანხა გადავადდეს  ყოველგვარი დანამატის გარეშე, რადგან, როგორც ამბობენ, ისინი გადახდისუნარიანები არ არიან და პროცენტს ვერ იხდიან.

საოჯახო სასტუმროების მფლობელებს დღეს აჭარის ეკონომიკის მინისტრი და ქობულეთის მერი შეხვდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემები დროულად არ მოგვარდება, პერიოდულად საპროტესტო აქციები გაიმართება.

დღის ამბები