იერუსალიმში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონებიდან რამდენიმე დასახლების ევაკუაცია განხორციელდა.
ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, სადაც ადგილობრივების ნაწილი სახლების დაცვას საკუთარი ძალებით ცდილობს.
სტიქიის ზონებში ასობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ცეცხლის კერების ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.