28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა. 

შრომის ინსპექციის ცნობით, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000 ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი. 

გრძელდება აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირ სიტყვიერი გაფრთხილება.

ქვეყნის მასშტაბით, კოვიდრეგულაციების დაცვაზე მონიტორინგის პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

დღის ამბები