იაპონიაში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა წვიმებმა ქვეყნის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილი დააზარალა. სტიქიის შედეგად 500-ზე მეტი სახლი განადგურდა. 200 მუნიციპალიტეტმა მოსალოდნელი რისკების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით კვლავ ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.