ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა. 5700-მდე დაშავებული კი საავადმყოფოებში მკურნალობს.
ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დაანგრია და დააზიანა ასობით სახლი, ასევე სასტუმროები, საავადმყოფოები და სკოლები. ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ. პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა განადგურდა.