28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისა და შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავა.

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ამოღებულია 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

დღის ამბები