28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატები წარადგინა

არჩევნებამდე 48 დღით ადრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები ამომრჩეველს თბილისის მერობის კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიამ წარუდგინა.

ხატია დეკანოიძე – ქუთაისი, ზაალ უდუმაშვილი – მცხეთა, დავით კირკიტაძე – რუსთავი, გიორგი ბოტკოველი – თელავი, თემურ ჯანაშია – მარტვილი, გიორგი კირთაძე – ბათუმი, ბონდო თევდორაძე – ქობულეთი, მიშა ღონღაძე – ხელვაჩაური, რამინ ბერიძე – ქედა, როინ ზოიძე – შუახევი, გოგიტა სოლომონიძე – ხულო, ბადრი დემურიშვილი – ვანი, ბაქარ ხინჯაკაძე – ზესტაფონი, მარეხი დათაშვილი – ადიგენი, გიორგი გიორგაძე – ასპინძა, დავით ჯავახიშვილი – საგარეჯო, ზურაბ ოტიაშვილი – ახმეტა, სერგი კაკალაშვილი – გურჯაანი, თამაზ კოჭლამაზაშვილი – დედოფლისწყარო, ზაზა პაპუაშვილი – სიღნაღი, გიორგი ტატუაშვილი – დმანისი, ვანო მაღალაშვილი – თეთრიწყარო, ვასილ მახარაშვილი – გორი, იოსებ ბუაძე – ხაშური, ბესო შენგელია – ხობი, ნუგზარ ნონიაშვილი – კასპი, ნიკოლოზ ახალკაცი – ქარელი, ანზორ მელია – ზუგდიდი.

ნიკა მელიამ კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს 2 ოქტომბრის არჩევნებსა და მისი მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.

"2 ოქტომბრის რეფერენდუმზე წყდება, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენი სამშობლოს მომავლის განმსაზღვრელი საკითხი. დაკარგავს თუ არა საბოლოოდ, ქვეყნის დამაქცევარი, კორუმპირებული და უკვე ღიად პრორუსულ ძალებზე დაყრდნობილი "ქართული ოცნება" სრულად ლეგიტიმაციას. ეს რეფერენდუმი ტარდება 2 ოქტომბერს და სწორედ ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ, ჩვენ ოღონდ არა პოლიტიკოსებმა, არამედ ქართველმა ხალხმა. მჯერა, როგორც არასოდეს, რომ "ოცნების" მარცხი ამ რეფერენდუმით გაფორმდება, უფრო მეტიც, ევროკავშირთან შეთანხმებიდან გასვლით, "ქართულმა ოცნებამ" რეფერენდუმში მარცხი წინასწარ უკვე აღიარა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები