28 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
კახეთის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

კახეთის რეგიონში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება. მობილური ამცრელი ჯგუფის მიერ, ამჯერად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა.

COVID 19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე,ლევან ლილუაშვილი ადგილზე გაეცნო. ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა გამოთქვა.

"სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე შეძლონ ვაქცინაციის ჩატარება ეს იქნება - მობილური ამცრელი ჯგუფების თუ სოფლის ამბულატორიების საშუალებით. ვინაიდან, ვაქცინაცია, ეს არის ერთადერთი საშუალება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში,"- აღნიშნა ლევან ლილუაშვილმა. 

დღის ამბები