ქაბული პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დატოვა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება ღანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც თალიბანმა ქაბულის გარეუბნებში შეაღწია.
"როიტერსის" ინფორმაციით, ის თავს ტაჯიკეთს აფარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა დატოვა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმაც.
როგორც "როიტერსი" წერს, ქაბულის რამდენიმე ნაწილში სროლა ისმის. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას ცდილობს - ავღანეთის დედაქალაქის გასასვლელებთან რიგებია.
თალიბანი, ამ დროისთვის, ავღანეთის ყველა დიდ ქალაქს აკონტროლებს.