28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ვირუსის გადატანის შემდეგ 1 დოზით აცრის შემთხვევაში სრულად ვაქცინირებულად არ ჩაითვლებით - NCDC

საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ითვლებიან ის პირები, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვთ, განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

"ზოგიერთ ქვეყანაში, COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს აიცრას მხოლოდ ერთჯერადად და მიიღოს სრულად ვაქცინირებულის სტატუსი.

საქართველოში ამოქმედებული ახალი რეგულაციის თანახმად, ამ ქვეყნების წარმომადგენელ აღნიშნული სტატუსის მქონე პირებზე, საქართველოს საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილებზე

რეგულაცია არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულის სტატუსი მხოლოდ 2 დოზით აცრილებს ენიჭებათ," - ნათქვამია NCDC-ს განცხადებაში. 

დღის ამბები