28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
კედლებზე ქალების სურათებს შლიან - თალიბანი ქაბულშია

თალიბანი ქაბულში შევიდა. "ტვიტერზე" ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სარეკლამო პლაკატებს, რომელზეც ქალები არიან გამოსახული, საღებავით ფარავენ. 

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბულს ალყა შემოარტყა, დედაქალაქი ახალგაზრდა ქალების დიდმა ნაწილმა დატოვა. მათ მებრძოლებზე დაქორწინებას აიძულებენ. დღეიდან კი ქალაქს მოსახლეობის უმეტესობა ტოვებს - როგორც BBC წერს, ქაბულის გასასვლელებში ხალხის რიგები დგას. 

ავღანელი პარლამენტის წევრი, ფარზანა ქოჩაი ამბობს, რომ ხედავს, როგორ ტოვებენ ქაბულელები სახლებს. 

"სახლში ვარ და ვუყურებ ხალხს, რომელიც ცდილობს, გაიქცეს. არ ვიცი, სად აპირებენ წასვლას, ხელში ჩანთები უჭირავთ... ეს ძალიან მძიმე სანახავია..."

ქაბულში შესვლა მებრძოლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ავღანეთის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები