28 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მათ ქვედანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში სომხეთს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ოფიციალური ბაქო იუწყება, მსგავსი შემთხვევები წინა დღეებშიც მოხდა.

აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთის სარდლობას შეატყობინა. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სიტუაცია სტაბილურია კონტროლს ექვემდებარება.

დღის ამბები