ამერიკის შეერთებულ შტატებში ავარიის შედეგად 57 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლია.
ტრანსპორტი ნიაგარას ჩანჩქერისკენ მიემართებოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.