შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ეკატერინე მიშველაძის სახლის გაძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, საქმე სს კოდექსის 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ეკატერინე მიშველაძემ დღეს, 15 აგვისტოს facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისი სახლი გაქურდეს.