28 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"ხავილი გვესმოდა, მონსტრებს კლანჭებში ახალგაზრდები მოემწყვდიათ, აუცრელები... დავლანდეთ 2 გაქროლებული ექსპრეს სიკვდილის პარკი..."

საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია, რეანიმაციიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"დღეს დილით ვიტალიმ დაიხავლა "წყალი მინდა, ცივი! "

10 დღის ცალმხრივმა კიჟინამ გამოიღო შედეგი! გამარჯვებულები ვართ 3 წამით.... მაგრამ ვიტალის შანსები არ არის მაღალი, სასწაულმა უნდა გადაარჩინოს და თქვენ!

არ უნდა გადაიტვირთოს კლინიკა რომ ვიტალის ქონდეს ინტენსიური ზრუნვა, 1 კონკრეტული ექთანი სულ რომ თავზე დაადგეს.

ჩვენს ოთახში კიდევ სხვა რომ შემოვიდეს, ვიტალი შეიძლება მოკვდეს და ვეღარასოდეს ნახოს თავისი 2 შვილი.

გუშინ ინეზას დაბადების დღე იყო ჯადოსნური, ღამე ემოციებისგან ვერ დავიძინეთ... მაგრამ ყურშიც გვესმოდა ხავილი გვერდზე ოთახიდან , მონსტრებს კლანჭებში ახალგაზრდები მოემწყვდიათ, აუცრელები...

მუსიკაში ვახრჩობდით განწირულ ოხვრებს...

დავლანდეთ 2 გაქროლებული ექსპრეს სიკვდილის პარკი, აღარ ვკითხეთ ერთმანეთს არაფერი...

არ გვინდა შეგაშინოთ, არ გვინდა განერვიულოთ

ჩვენ ვიბრძვით ერთმანეთისთვის, ოჯახებისთვის და ყველა გულშემატკივარს ვემადლიერებით!

არ მოდუნდეთ და გთხოვთ განაგრძეთ აცრები, ჩვენ არ გიმტყუნებთ

დღეს ვიტალის უვლის შორენა,"- წერს თამუნა თანდაშვილი.

დღის ამბები