28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
არეულობა ავღანეთში - "თალიბებმა" სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი და კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი ჰერათი დაიკავეს

ქაბულის აეროპორტი გადატვირთულია - ავღანეთს ადგილობრივები და ტურისტები ტოვებენ. ის ადამიანები, რომლებიც გაქცევას ვერ ახერხებენ, თავს დედაქალაქს აფარებენ.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში 300 ათასი ადამიანი დევნილად იქცა. 

"თალიბებმა" სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი და კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი ჰერათი უკვე დაიკავეს, რამაც სიტუაცია მათ სასარგებლოდ შეცვალა. ახლა კი დაპირისპირების ეპიცენტრი დედაქალაქიდან 70 კილომეტრშია. რადიკალური დაჯგუფება ავღანეთის რეგიონების ნახევარს და ტერიტორიის 2/3-ს აკონტროლებს, რის შედეგადაც მათ სამთავრობო შენობებზე წვდომა მოიპოვეს, რამაც დასავლეთიდან გაგზავნილ ტექნიკისა და შეიარაღების დაუფლების შესაძლებლობა მისცა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რადიკალური დაჯგუფება ქაბულს 30 დღეში, ხოლო ქვეყანას - რამდენიმე თვეში დაიკავებს. როგორც ჩანს თალიბებს უფრო დიდი მიზნები ამოძრავებთ.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

 

 

დღის ამბები