28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
აცრის მნიშვნელობა საკუთარი და შვილის სიცოცხლის გადასარჩენად - სპეციალისტები ორსულებს ​ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს. მოქალაქეებს ჯანმოს მიერ დამტკიცებული არაერთი პრეპარატით შეუძლიათ აცრა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება მსოფლი ჯანდაცვის მიერ შემუშავებულ პროტოკოლს და იმუნიზაციას უტარებს ყველა იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ეს დასაშვებია, ფეხმძიმე ქალთა ნაწილს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა ვაქცინის მიმართ.

ჯანმომ უკვე დაამტკიცა, რომ ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, ასევე ლაქტაციის დროსაც ქალებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიზანშეწონილია, თუმცა ზოგი ფეხმძიმე ქალი აცრის მიმართ მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი.

ახალი პროტოკოლით ორსულის აცრა ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი, მეან-გინეკოლოგები პაციენტებს ვაქცინაციას Pfizer-ისა და moderna-ს პრეპარატით ურევენ, ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველა ორსულმა იმუნიზაციის პროცესში ჩართვამდე კონსულტაცია საკუთარ ექიმთან უნდა გაიაროს.

ჯერჯერობით, საქართველოს ფეხმძიმე და მეძუძური ქალების ვაქცინაციის სტატისტიკა არ აქვს. თუმცა, არსებობს კორონავირუსით ორსული ქალების გარდაცვალების სამწუხარო სტატისტიკა. სპეციალისტები ფეხმძიმეებს საკუთარი და შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები