დასავლეთ ჰაიტიში 7.2 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია იტყობინება.
ეპიცენტრი ქალაქ პეტიტ ტრუ დე ნიპესიდან 8 კილომეტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
ჰაიტიზე ძლიერი მიწისძრა 2010 წელს მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 200 000 -ზე მეტი ადამიანი და დიდი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას.