იაპონიაში წყალდიდობის გამო 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაკარგულად ითვლება. გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. სტიქიამ, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილი დააზარალა.
მთავრობა მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს. უხვი ნალექია მოსალოდნელი მომდევნო დღეებშიც. სტიქიის ზონაში საფრთხის უმაღლესი, განგაშის მე-5 დონეა გამოცხადებული.