28 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა, ეს არის გადარჩენა - ირაკლი ღარიბაშვილი

შეზღუდვების ამოქმედების ფონზე ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ეს არის გადარჩენა, იმიტომ რომ მოქალაქეებს აცრა სიკვდილისგან იცავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არგუმენტი არ არსებობს რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მდგომარეობა ჩვენს მოქალაქეებს. შევქმენით, გავაფართოეთ ვაქცინაციის ცენტრები, კიდევ უფრო მეტს შევქმნით მომდევნო დღეების განმავლობაში მასიური ვაქცინაციის დიდ ცენტრებს, სადაც მოქალაქეებს ყოველგვარი ჩაწერისა და რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ მისვლა და აცრის ჩატარება," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები