შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა. შემთხვევა ნიუ მექსიკოს ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. მსხვერპლიც და დამნაშავეც 13 წლის არიან.
პოლიციის განცხადებით ეჭვმიტანილი დაკავებულია. ინციდენტის დროს სკოლის ტერიტორიაზე 450 ადამიანი იმყოფებოდა. უცნობია, საიდან ჰქონდა არასრულწლოვანს იარაღი, ან რა მოტივი ამოძრავებდა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.