28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
შს მინისტრმა სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ომალოს პოლიციის შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

თუშეთში, ამ დრომდე სოფელ ომალოში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი დანაყოფის შენობა არ არსებობდა. ტურისტულ სეზონზე, საჭიროების შემთხვევაში, მაშველების გამოძახება ახმეტის მუნიციპალიტეტში განთავსებული დანაყოფიდან ხდებოდა. 

დღის ამბები