ტაილანდში საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, 5 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობა პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს ყოველ დღე მართავს.