28 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
თბილისისგან განსახვავებით, ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაგრძობს

ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი დადგენილი გრაფიკით განაგრძობს მუშაობას. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქს არ შეეხება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

"მუნიციპალურ ტრანსპორტში სისტემატურად ტარდება დეზინფიცირების ღონისძიებები. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

უახლოეს დღეებში კი, ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა ამოქმედდება", – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები