28 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატები წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბა

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ლაგოდეხი, ახმეტა, ყვარელი, თელავი - მმართველმა გუნდმა ამჯერად მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები აღნიშნულ ქალაქებში წარადგინა.

გამოწვევებსა და მიღწევებზე საუბრის პარალელურად, ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა მეღვინეობის დარგზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულების განვითარებისთვის დაგეგმილია ახალი პროექტებიც.

პრობლემებზე საუბრისას კი გამოიყო უმუშევრობა და წყლის სისტემა - კანდიდატებმა გასცეს დაპირებები.

ოფიციალური წარდგენა რეგიონში ლაგოდეხის მოქმედი მერის, ჯონდო მდივნიშვილის მერობის კანდიდატად დასახელებით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს შეხვდა.

ლაგოდეხის შემდეგ კი იყო ყვარელი, სადაც ოცნებამ კანდიდატად მერის მოქმედი მოადგილე, გივი ზაუტაშვილი წარადგინა.

ყვარლიდან ოცნების ლიდერებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლეს, სადაც კანდიდატად ალექსი ფიცხელაური დაასახელეს.

ოცნების საარჩევნო კამპანიის ბოლო ლოკაცია კახეთში დღეს თელავი იყო, სადაც კანდიდატად ლევან ანდრიაშვილი წარადგინეს. ერეკლე მეორის სასახლის ეზოში შეკრებილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და იქვე, თელაველებს კიდევ ერთხელ დაპირდნენ მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლების, წყალმომარაგების საკითხის მოგვარებას.

კანდიდატების წარდგენა კახეთში ხვალაც გაგრძელდება. მმართველი გუნდის ოფიციალურად დაასახელებს გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს.

დღის ამბები