ძლიერი ხანძრების შემდეგ თურქეთი ახლა უკვე წყალდიდობას ებრძვის. დაღუპულია 27 ადამიანი, ერთს კი ამ დრომდე უკშედეგოდ ეძებენ. გადარჩენილები თვითმფრინავებით შენობის სახურავებიდან აჰყავთ. სტიქიის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ოფისები.
21 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად ჩინეთში. სტიქიის ზონიდან 6 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სტიქიის ზონაა კალიფორნიაც, სადაც უკვე ერთი თვეა ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან. დამწვარია ათასობით სახლი და საოფისე ფართი.
4-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში. ტყის ხანძარი 4 რეგიონში კვლავ აქტიურია. ცეცხლის ახალი კერები ვულკან ეტნას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც რეგიონალური პარკის ნაწილი ფერფლად იქცა.
22 ადამიანი დააკავეს ცეცხლის კერების განზრახ გაჩენის ბრალდებით ალჟირში. ეს ყველაზე დამანგრეველი ხანძარია ქვეყნის ისტორიაში. სტიქიას 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ცეცხლის 100-მდე კერას ქვეყნის 16 ქალაქში ებრძვიან.
მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა, რის გამოც მაღალი ტემპერატურა, გვალვები და წყალდიდობები გახშირდა.