28 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
UNESCO-ს ექსპერტების დასკვნა - გელათის დაზიანებული ფრესკები სწორი აღდგენის პირობებში გადარჩება

გელათის დაზიანებული ფრესკები სწორი აღდგენის პირობებში გადარჩება - სამუშაოები სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება. UNESCO-ს ექსპერტებმა დასკვნა დადეს, ახლა ჯერი კულტურის სამინისტროზეა.

UNESCO-ს ექსპერტების დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოგზავნილია. ივნისის მიწურულს მათ გელათში კედლის მხატვრობის დაზიანებების ექსპერტიზაზე იმუშავეს და ტაძრის გადახურვის მდგომარეობაც შეისწავლეს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ამ ეტაპზე ქართველი სპეციალისტები განიხილავენ. სამოქმედო გეგმა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ხედვების შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი.

ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და კედლის მხატვრობის სპეციალისტებს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა, გამოიკვეთა პროექტის მონახაზიც. მათი თქმით, სამონასტრო კომპლექსის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროა, რომ აღდგენითი სამუშაოები დროულად დაიწყოს. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის კომპლექსზე მუშაობის დაწყებას ამ წლის შემოდგომაზე აანონსებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მობილიზება, ვინც უშუალოდ აღდგენით და სარესტავრაციო სამუშაოებს შეასრულებს.

დღის ამბები