28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"ატარე პირბადე და გაუფრთხილდი სხვების ჯანმრთელობას" - "რუსთავი 2" კამპანიას განაგრძობს

არაერთი კვლევა ამბობს, რომ თუ მოსახლეობის 80% ატარებს პირბადეს, იქნება გაცილებით კარგი შედეგი, ვიდრე უმკაცრესი ლოქდაუნის პირობებში - ასევე იმის დასტურად, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ, აქვს თუ არა მას სიმპტომი, არის ერთმნიშვნელოვანი არგუმენტი - ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სიმპტომების არმქონე ადამიანისგან, ანუ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები და არც იცოდეს ამის შესახებ, თუმცა გაცილებით მძიმე და ტრაგიკულ მდგომარეობაში ჩააგდოს სხვა.

მსახიობი და "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანი ია ფარულავა სამსახურშიც და მის გარეთაც ყველა რეგულაციას ზედმიწევნით იცავს. ნიღბებით კოლეგებს და თანამშრომლებსაც ამარაგებს. 

იმუნიზაციის მიუხედავად, სამედიცინო ნიღბის ტარებას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს საკუთარ თავზე გამოსცადა "კურიერის" ჟურნალისტმა, მირიან გორგოძემ. მიუხედავად იმისა, რომ მირიანს აცრის 2 დოზა აქვს გაკეთებული, იგი მაინც დაინფიცირდა COVID-19-ით. სწორედ ვაქცინის დამსახურებაა, რომ მას კორონავირუსი მსუბუქი ფორმით გამოუვლინდა.

"რუსთავი 2"-ის კიდევ ერთ სახეს მოუხდა COVID-19-თან გამკლავება. თიკა ფაცაცია იმ გამონაკლისების სიაშია, რომელსაც ვირუსი ორჯერ შეხვდა. ტელეწამყვანს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ხანდახან საჭიროა ნიღაბი როგორც გარე სივრცეში, ასევე სახლში, ოჯახის წევრებთანაც კი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის ეპიდვითარება საგანგაშოა.

"რუსთავი 2" არის კომპანია, რომელიც მუდამ ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და მუდმივად ცდილობს რეგულაციების დაცვით დაიცვას სხვებიც.

ავტორი: სანდრო სანაია

ამავე თემაზე
დღის ამბები