28 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა მეღვინეებთან შეხვედრაზე დარგის მიმართულებით არსებული ვითარება განიხილა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ერთ მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მეღვინეებთან შეხვედრაზე, დარგის მიმართულებით არსებული ვითარება, განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და დარგის განვითარების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მეღვინეებისგან მოისმინა.

მინისტრის თქმით, სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებს და მოსავლის რეალიზაციას შეძლებს 25 000-მდე მევენახე ფერმერი.

"ძალიან ამბიციური გეგმაა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საქართველოში დასმული. 10 წლის პერსპექტივაში საქართველოდან ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ღვინის ექსპორტი უნდა შეადგენდეს ერთ მილიარდ დოლარს და შესაბამისად, ეს არის გასამმაგება დღევანდელი მონაცემების, რაც რა თქმა უნდა შევასრულოთ კერძო სექტორთან მუდმივი კომუნიკაციის მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ კონკრეტული ღონისძიებები განვიხილეთ მათთან, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ამ გეგმას მივაღწიოთ,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მუხუზლა ამბობს, რომ ეს დარგი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საქართველოსთვის და მასზე მთავრობა ზრუნავს.

დღის ამბები