28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
საჩივარი თბილისის პროკურატურაში - 5 ივლისის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სირცხვილია" დაზარალებულად არ სცნეს

საჩივარი თბილისის პროკურატურაში - 5 ივლისის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სირცხვილია" დაზარალებულად არ სცნეს. პროკურორ ნათია გურულის 9 აგვისტოს დადგენილება დღეს, ორგანიზაციის წევრებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს.

საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამართლებლივ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ.

"ჩვენ ვნახეთ ასევე, სადაც კონსტანტინ მორგოშია პირდაპირ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ წამოვიდნენ ჩვენი ოფისისკენ და მოუწოდებს ამ ძალადობისკენ. მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის სადარბაზო ჩალეწეს, კარზე გვიბრახუნებდნენ, სწორედ ამ სადარბაზოში სცემეს ლექსო ლაშქარავა. ამაზე პასუხად ნათია გურული გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვიყავით ამ აგრესიის ადრესატები," - აცხადებს "სირცხვილიას" ერთ-ერთი წევრი.

ორგანიზაციის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" იურისტი ივანე ჩიტაშვილი იცავს. იურისტის განცხადებით, პროკურორის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

"მიგვაჩნია, რომ პროკურორის გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი და სწორედ ამ საფუძვლით ჩვენ გავასაჩივრეთ 9 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "სირცხვილიას" წევრებს უარი ეთქვათ დაზარალებულად ცნობაზე. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს თავდასხმის დროს იმყოფებოდნენ ოფისში," - განაცხადა იურისტმა.

დღის ამბები