28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
აჭარაში, სასტუმროების ნაწილი, რომლებიც ახლა ტურისტებს ემსახურებიან, შესაძლოა კოვიდცენტრებად გადაკეთდეს

აჭარაში სასტუმროების ნაწილი, რომლებიც ახლა ტურისტებს იღებენ, მალე შესაძლოა კოვიდცენტრებად გადაკეთდეს - ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკატერინე ტიკარაძემ შეზღუდვების პირობებში მთავარ რეკომენდაციებზე ისაუბრა. მკაცრდება კონტროლი ბიზნესობიექტების მონიტორინგზეც.

"დღევანდელი შეხვედრა მიმართული იყო იმ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რაც შემდეგში იგეგმება. მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათთან თანამშრომლობა. ბიზნესი გავაფრთხილეთ, რომ იქნება მკაცრი მონიტორინგი,"-აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები