28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
იუნესკოს ექსპერტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა განიხილეს

იუნესკოს ექსპერტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა განიხილეს. დასკვნა სამინისტროს უნდა დაეხმაროს შედგეს ხარვეზების გამოსწორების პროექტები, შემდეგ კი დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება, როგორც სახურავზე, ასევე ფერწერულ დაზიანებებზე, რომელსაც კონსერვაცია ესაჭიროება.

"ჩვენ უკვე ვიწყებთ შექმნას საპროექტო გუნდისა, ვინც იუნესკოს ექსპერტების დასკვნების შესაბამისად ხარვეზების აღმოფხვრის პროექტი უნდა შეიმუშაოს და ვიწყებთ ასევე მუშაობას იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ იქნებიან განმახორციელებლები უკვე შემუშავებული პროექტის.

დრო არის ძალიან ცოტა, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა ამ პროფესიულ დისკუსიებს კვლავაც გავაგრძელებთ, მაგრამ იმდენად, რამდენადაც დრო და გელათის ინტერესი ამის საშუალებას მოგვცემს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები