28 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ანგელა მერკელი პუტინს შეხვდება - ლიდერები საერთაშორისო რეგიონალურ პრობლემებზე იმსჯელებენ

ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. გერმანიის კანცლერი რუსეთს 20 აგვისტოს ეწვევა.

ორი ქვეყნის ლიდერი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემების განხილვა იქნება.

რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ კი 2 დღეში გერმანიის კანცლერი კიევშიც ჩავა. უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები