28 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
თუ მძიმეა პაციენტი პირველ დღეებში ვიყენებთ მედიკამენტ რემდესივირს - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, იმ კოვიდპაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, შესაბამისად მკურნალობის პერიოდი ხანგრძლივი არ არის.

მარინა ენდელაძის განმარტებით, თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსები საკმურნალოდ პრეპარატ რემდესივირს იყენებენ, რომელსაც მისივე თქმით, კარგი შედეგი აქვს.

"მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გახანგრძლივებულია მკურნალობის პერიოდი, თუ კი მძიმე არ არის. თუ კი მძიმეა და არის ჩვენება პირველ დღეებში, ვიყენებთ მედიკამენტ რემდესივირს, მიუხედავად ჩვენი ოპონენტებისა და აქვს არაჩვეულებრივად კარგი შედეგი.

პაციენტები, რომლებთანაც ეს მედიკამენტები გამოვიყენეთ, მათი დაყოვნება, თითქმის, შემიძლია გითხრათ, რომ 95-98%-ში აღარ ყოფილა საჭირო, როგორც კი დამთავრდება ამ მედიკამენტის გადასხმა და მეორე დღიდან თავს კარგად გრძნობენ.

ოღონდ არ მინდა ეს ვინმემ გაიგოს, რომ ყველა პაციენტზე შეიძლება დაინიშნოს და ყოველთვის. ამას აქვს თავისი ჩვენება და თავისი ყველაზე პირველი ჩვენება, გარდა სხვა ლაბორატორიული მონაცემებისა, არის ასევე ხანგრძლივობა, ეს მაქსიმუმ ინიშნება 10 დღემდე და სასურველია უფრო პირველ დღეებში," - განმარტავს მარინა ენდელაძე.

დღის ამბები