28 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს, რომ საქართველოში ისრაელის ვაქცინის მესამე ფაზის კვლევა უნდა ჩატარდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დეზინფორმაციას უწოდებს კომპანია "ენერექსის" განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელში შექმნილი ვაქცინის მესამე ფაზის კვლევები საქართველოშიც ჩატარდება და ცდაში 30 000 ადამიანი უნდა ჩაერთოს.

მინისტრი უარყოფს ყოველგვარ მოლაპარაკებებს ამ მიმართულებით. 

"ეს არის ძალიან საინტერესო ჯგუფი, რომელიც უკვე არაერთი დღეა და არაერთი კვირაა ავრცელებს საკმაოდ მცდარ ინფორმაციას, ესაა დეზინფორმაცია. ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი შეხვედრა ამ ჯგუფთან არ გამართულა და საქართველო არ აპირებს მსგავს ცდაში მონაწილეობას, ვინაიდან ჩვენ გვაქვს კონტრაქტები საკმაოდ გამოცდილი და ეფექტური ვაქცინების მწარმოებლებთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდეს უსაფრთხოდ, უკვე გამოცდილ ვაქცინებზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირ შემდგომ დიალოგს არ ვგეგმავთ.

მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ეტაპზე, თუ რა დასკვნა უნდა დავდო და მიზეზები დავასახელო, თუ რატომ ვრცელდება ეს ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან თუ რატომ ავრცელებს კომპანია ამ ინფორმაციას და იქნება შესაბამისი რეაგირება,"-აცხადებს მინისტრი. 

დღის ამბები