28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
დენის გათიშვის გამო აფხაზეთში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი ორი პაციენტი გარდაიცვალა

ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული უკვე ორი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, ერთი ინფიცირებული გუდაუთაში - გუშინ, ერთი კი - დღეს. 

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დღეს გარდაცვლილი ქალის მდგომაროება უკიდურესად მძიმედ ფასდებოდა. 

ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

"დღეს ერთ-ერთი მათგანის დასტაბილურება მოხერხდა, ძველ მონაცემებს დაუბრუნდა. მეორე პაციენტს ასევე აღენიშნება დადებითი დინამიკა," - აცხადებენ ე.წ. ჯანდაცვის უწყებაში. 

დღის ამბები